Ჩვენს შესახებ
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დივერსითის ვებ გვერძე, სადაც კომფორტი და ხარისხი ხვდება ქართულ მოდის სამყაროში.
ჩვენი მთავარი მიზანია მომხმარებლებს შევთავაზოთ ტანსაცმლის ყველაზე კომფორტული ვარიანტები, რაც მიიღწევა ქსოვილის ზედმიწევნითი შერჩევით და დიზაინის დეტალებისადმი ყურადღების მიღებით.

გაყიდვების პლატფორმა
ჩვენი გაყიდვების ძირითადი რეჟიმი იქნება ონლაინ საიტის მეშვეობით, რომელიც არის ჩვენი მთავარი ვიტრინა. შევეცადეთ ვებგვერდი ყოფილიყო მომხმარებლისთვის მაქსიმალურად მოსახერხებელი და ვიზუალურად მიმზიდველი, ის ოპტიმიზირებულია მობილური მოწყობილობებისთვის, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მარტივად დაათვალიერონ და შეიძინონ ჩვენი პროდუქტები, როგორც კომპიუტერული მოწყობილობებიდან, ასევე სმარტფონებიდან. ონლაინ ყოფნა საშუალებას გვაძლევს მივაღწიოთ უფრო ფართო მომხმარებელთა ბაზას, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე მომავალში გლობალურად.
პროდუქტის მიწოდება
პროდუქტის მიწოდება დასაწყისისთვის 1-4 დღეში ხდება და თბილისში სრულიად უფასოა, ხოლო რეგიონებში ემატება გადამზიდი კომპანისს მომსახურების საფასული და მიწოდების დრო. მომხმარებელს შეუძლია პროდუქტის შეძენასთან და მიწოდებესთანდ დაკავშირებით მეტი დეტალის ნახვა ვებ-გვერძე განყოფილებაში მომსახურების წესები და პირობები.
პერსონალიზაცია
თვითგამოხატვის ხელშეწყობის მიზნით, ვაპირებთ ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ პერსონალიზაციის ვარიანტები, რაც მათ საშუალებას მისცემს დაამატონ საკუთარი დიზაინი ჩვენს ტანსაცმელში და შეუკვეთონ ისინი ნებისმიერი ზომის. ეს ფუნქცია ხელს შეუწყობს უნიკალურობას და გააძლიერებს კავშირს მომხმარებლებსა და ბრენდს შორის.
ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის რომ ეს სერვისი მაქსიმალურად მოსახერხებელი იყოს მომხმარებლისთვის, ამიტომ დროებით თავი უნდა შევიკავოთ მისი გაშვებისგან.
ჩვენს მომხმარებლებს პერსონალიზაციით სარგებლობა 2024 წლიდან შეეძლებათ.
გასართობი და საგანმანათლებლო ღონისძიებები
დივერსითი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ტანსაცმლის ბრენდი; ჩვენ მიზნად ვისახავთ ტანსაცმლის გაყიდვის ფარგლებს გავცდეთ, ვგეგმავთ სხვადასხვა გასართობ და საგანმანათლებლო ღონისძიებების მასპინძლობას, სადაც ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზებთ ექსკლუზიურ პრივილეგიებს და გამოცდილებას.
ამ აქტივობების მიზანია ჩვენს მომხმარებლებს შორის საზოგადოების და ლოიალობის გრძნობის გაღვივება.